ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს

რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიკავკაზიდან ადლერში მიმავალ მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლეს პატიმარი, რომელიც მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.

რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
რუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლესალია

რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

კერძოდ, ვლადიკავკაზიდან ადლერში მიმავალ მატარებელში ერთ-ერთი პატიმარი თავს დაესხა ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს. შედეგად ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაიჭრა.

თავდასხმის დროს პატიმარმა ერთ-ერთი თანამშრომლის ცეცხლსასროლი იარაღი მოიპოვა, რის შემდეგაც რამდენჯერმე გაისროლა. რუსი სამართალდამცავების თქმით, პატიმარი ამის შემდეგ გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა მისი ლიკვიდაცია.

რუსული სახელმწიფო მედია რუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აღნიშნული პატიმარი დმიტრი პუშკარევია, რომელიც მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შეჩერდეს რუსეთში ექსტრადირება - სოც.სამართლიანობის ცენტრი გადაცემული პატიმრის რუსეთში მკვლელობის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები