საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი ბადრაგებმა მოკლეს – მედია
საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი, დმიტრი პუშკარევი, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ბადრაგთან ინციდენტის დროს მოკლეს. რუსული მხარის მტკიცებით, პატიმარი ბადრაგს თავს დაესხა და გაქცევა სცადა.

მოკლულია დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ რამდენიმე დღის წინ გადასცა – ინფორმაციას რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა.
განცხადების თანახმად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. რის შემდეგაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი გაანეიტრალეს.
ინფორმაციას, რომ მოკლული პატიმარი, ცოტა ხნის წინ გადასცა რუსეთს საქართველომ, TASS– ი ავრცელებს და წერს, რომ მას რუსეთში ნარკოდანაშაულებსა და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას ედავებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს გაქცევის მცდელობისას
- TV პირველისაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს - მედია
- ტაბულარუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს – მედია
- ფორმულარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
- ალიარუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
- ნეტგაზეთირუსული მედია: საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…