საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს - მედია
რუსული მედიისა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან რამდენიმე დღის წინ რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევი მოკლეს. რუსული მხარის მტკიცებით, პატიმარმა ბადრაგს შეუტია და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი გაანეიტრალეს.

მოკლულია დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ რამდენიმე დღის წინ გადასცა - ინფორმაციას რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ავრცელებს.
რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში ბადრაგს თავს დაესხა, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა.
განცხადების თანახმად, ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. რის შემდეგაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი გაანეიტრალეს.
TASS- ი წერს, რომ მოკლული პატიმარი რუსეთს საქართველომ ცოტა ხნით ადრე გადასცა. წყაროს თანახმად, მას რუსეთში ნარკოდანაშაულებსა და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას ედავებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს გაქცევის მცდელობისას
- ტაბულარუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს – მედია
- ფორმულარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
- ალიასაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი ბადრაგებმა მოკლეს – მედია
- ალიარუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
- ნეტგაზეთირუსული მედია: საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…