რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
რუსული მედიის ცნობით, რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმისას მოკლული პატიმარი, 43 წლის დმიტრი პუშკარევი, რამდენიმე დღით ადრე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. მედიის ინფორმაციით, მან მატარებელში სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა, რის შემდეგაც გაქცევის მცდელობისას მოკლეს. საქართველოს პროკურატურას პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.
მედიები წერენ, რომ 43 წლის დმიტრი პუშკარევი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა.
რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ის თანახმად, დმიტრი პუშკარევი რამდენიმე დღით ადრე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.
"ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის დროს მოკლული დმიტრი პუშკარევი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლებითა და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრიმინალური გაერთიანების შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ", - ნათქვამია TASS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებარუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს გაქცევის მცდელობისას
- TV პირველისაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს - მედია
- ტაბულარუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს – მედია
- ალიასაქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმარი ბადრაგებმა მოკლეს – მედია
- ალიარუსეთში, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს
- ნეტგაზეთირუსული მედია: საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
ციტატები სტატიიდან
„ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის დროს მოკლული დმიტრი პუშკარევი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლებითა და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრიმინალური გაერთიანების შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…