SJC: საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პატიმრების ექსტრადირება რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევი მოკლეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული პატიმრის, დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
"საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირების განახლებას ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოდ მივიჩნევთ [...]
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იყო, მაგრამ მისი სიკვდილი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვას, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან, არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაცემის შემდეგ გამოვლენილი ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის შესაფასებლადაც, რამდენად საფუძვლიანი იყო სახელმწიფოს მიერ რისკის წინასწარი შეფასება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს". - წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ივანიშვილის მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება მანამ, სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში;
გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ, გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;
იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები გამოიყენეს უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით". - წერს ორგანიზაცია.
ცნობისთვის, პატიმარი, რომელმაც რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა, გაქცევის მცდელობისას მოკლეს. თავდამსხმელი საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება მანამ, სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში; გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ, გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია; იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი. ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები გამოიყენეს უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…