ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფრიდრიხ მერცი: მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება. ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ვიზიტისას მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და აღნიშნა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება.

ფრიდრიხ მერცი: მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება. ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს
ფრიდრიხ მერცი: მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება. ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდესრუსთავი 2

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოავლინოს.

მან კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები უნდა შეწყდეს.

"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ამ ომის დასრულება. მაგრამ ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს", - განაცხადა მერცმა.

მედიის ინფორმაციით, მერცი კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრა, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა; მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლდა თან.

მერცის ვიზიტის დროს, რუსული თავდასხმების გამო რამდენჯერმე გაისმა გამაფრთხილებელი სირენების ხმა. უკრაინის დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დრონის თავდასხმის შედეგად ხიდი დაზიანდა.

დანგრეული აკადემიის შენობის ადგილას სიტყვით გამოსვლისას მერცმა განაცხადა, რომ ისეთი თავდასხმები, როგორიცაა გასული ორშაბათის შემთხვევა, ნათლად აჩვენებს ამ ომის უაზრობას.

"თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე, კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კი, მშვიდ კვირას, კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა - აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები", - თქვა მერცმა.

მერცის თქმით, სანამ უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, მისი ინფრასტრუქტურა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

"კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება - და იარაღი აუცილებლად უნდა გაჩუმდეს", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში დღეს დილით ჩავიდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ამ ომის დასრულება. მაგრამ ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე, კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კი, მშვიდ კვირას, კიევში საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა - აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს: შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება - და იარაღი აუცილებლად უნდა გაჩუმდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.