გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა, რათა დაადასტუროს გერმანიის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება კიევისთვის დრონ-ინტერსეპტორებისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების დაჩქარება.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 4 ოქტომბერს უკრაინაში ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის დადასტურება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანია კიევისთვის ათასობით დრონ-ინტერსეპტორისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების დაჩქარებას გეგმავს.
„თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, მისი სამხედრო მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება“, - განაცხადა მერცმა კიევში მატარებლით ჩასვლის შემდეგ.
გერმანიის კანცლერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის კომპანიების ხელმძღვანელები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…