მერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მერცმა მოინახულა დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანებული უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და უკრაინას შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის ჩამჭრელი დრონები აღთქვა.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და გამოხატოს მოლაპარაკებისთვის მზაობა.
"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ, ერთად განვიხილოთ ამ ომის დასრულების საკითხი. მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს", - თქვა მერცმა.
მერცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხლებით, კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მოინახულა, რომელიც დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
მერცის ვიზიტის დროს რუსეთის თავდასხმების გამო რამდენჯერმე ჩაირთო საჰაერო განგაშის სიგნალი.
მერცის თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინა ზამთრისთვის ემზადება, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურად ხორციელდება თავდასხმები.
"კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე მეცნიერებათა აკადემიაზე თავდასხმა, დღეს დილით კი, მშვიდობიან კვირა დღეს, კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა. აქ ყოველდღიურად ხდება სამხედრო დანაშაულები.
კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი დადუმდება და იარაღი უნდა დადუმდეს", - აღნიშნა მერცმა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მერცი უკრაინას შემდგომ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას დაპირდება. კერძოდ, საუბარია ათასობით დრონ-საწინააღმდეგო, ანუ ჩამჭრელი დრონის მიწოდებასა და შორი მოქმედების იარაღის წარმოების დაჩქარებაზე.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და გერმანიას შორის თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით "მნიშვნელოვანი შეთანხმებები" შედგა.
ციტატები სტატიიდან
„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ, ერთად განვიხილოთ ამ ომის დასრულების საკითხი. მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს“
„კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარე მეცნიერებათა აკადემიაზე თავდასხმა, დღეს დილით კი, მშვიდობიან კვირა დღეს, კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა. აქ ყოველდღიურად ხდება სამხედრო დანაშაულები. კიდევ ერთხელ მივმართავ რუსეთის ხელისუფლებას, რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი! ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი დადუმდება და იარაღი უნდა დადუმდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.