გერმანიის კანცლერი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიევში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მერცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია, რომელიც დრონის დარტყმის შედეგად დაზარალდა.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კიევიდან ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები და გამოხატოს მოლაპარაკების მიმართ მზაობა. მოუწოდა, რომ შეწყვიტოს "უაზრო ომი".
"ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მზად ვართ, განვიხილოთ ამ ომის დასრულების საკითხი. მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს... ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმება - და იარაღი უნდა გაჩუმდეს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ფრიდრიხ მერცი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დრონის დარტყმის შედეგად დაზარალდა.
"თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კიევში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები
", - აღნიშნა მერცმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულამერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი
- რუსთავი 2ფრიდრიხ მერცი: მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, შეწყვიტეთ ეს ომი. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმდება. ეს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უნდა დასრულდეს
- რადიო თავისუფლებამერცმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდ ევროზე მეტი დახმარების შესახებ გამოაცხადა და კიევიდან პუტინს მიმართა:...
ციტატები სტატიიდან
„ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მზად ვართ, განვიხილოთ ამ ომის დასრულების საკითხი. მაგრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს... ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი გაჩუმება - და იარაღი უნდა გაჩუმდეს“
„თავდასხმა მეცნიერებათა აკადემიაზე კიევში, ქალაქის ცენტრში, გერმანიის საელჩოდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში. დღეს დილით კიევში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. აქ ყოველდღე ხდება ომის დანაშაულები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…