პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა, რათა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა დაუდასტუროს. მას თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და კომპანიების ხელმძღვანელები.

ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა
ინტერპრესნიუსი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მერცი, ამ ვიზიტით, სავარაუდოდ, შეეცდება დაარწმუნოს უკრაინა, რომ გერმანია გააგრძელებს მათ მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მხარდაჭერა მოიცავს დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს.

„თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი ომის მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდება“, - განაცხადა მერცმა უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩასვლის შემდეგ.

კანცლერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროს კომპანიების 10 ხელმძღვანელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. ალიაოპოზიციურიფრიდრიხ მერცი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
  2. ფორმულაოპოზიციურიგერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა
  3. ტაბულაოპოზიციურიგერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიგერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიის კანცლერი კიევში ჩავიდა - „შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები