გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა. ვიზიტისას მოსალოდნელია 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისა და 350 მილიონი ევროს ენერგოსისტემის აღდგენისთვის გამოყოფა, ასევე დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა. მასთან ერთად ვიზიტში მონაწილეობენ გერმანული თავდაცვითი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები.
მოსალოდნელია, რომ მერცი უკრაინის დედაქალაქში ვიზიტისას გამოყოფს 1 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების სახით და 350 მილიონ ევროს ენერგოსისტემის აღდგენისთვის.
ასევე მოსალოდნელია ორ ქვეყანას შორის დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმების საბოლოო გაფორმება.
„უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ გავემგზავრე დღეს კიევში გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. გერმანიის უსაფრთხოებაც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მერცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ვიზიტი იმ ფონზე იმართება, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში ინტენსიური დარტყმები მიაყენა კიევის გარშემო არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის ორ მსხვილ ხიდს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინა გადამწყვეტი კვირების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ გავემგზავრე დღეს კიევში გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ. გერმანიის უსაფრთხოებაც ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.