ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც იარაღს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ენერგეტიკული სფეროს მხარდაჭერას მოიცავს. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინას ეწვია მხარდაჭერის დასადასტურებლად.

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო
გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყოფორმულა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას 1,3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების მასშტაბური დახმარების პაკეტი გამოუყო.

"ეს არის იარაღი, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ასევე მხარდაჭერა ჩვენი ენერგეტიკისთვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ზელენსიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის დახმარების ამ პაკეტში გათვალისწინებულია თანხები ახალი ჩამჭრელი დრონების წარმოებისთვის, რომლებიც, კერძოდ, რეაქტიული "შაჰედების" წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

გერმანიის კანცლერის მერცის თქმით, დაახლოებით 350 მილიონი ევრო ენერგეტიკის სფეროს დახმარებას მოხმარდება.

"ეს სწრაფად და საგრძნობლად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ეს გაძლიერება უკიდურესად აუცილებელია...

ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებას და, უპირველეს ყოვლისა, დაეხმარება უკრაინელ ხალხს მოახლოებული ზამთრის გადატანაში", - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცის ვიზიტი უკრაინაში 4 ოქტომბერს დაიწყო. მისი ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის დადასტურება.

გერმანიის კანცლერს თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის კომპანიების ხელმძღვანელები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არის იარაღი, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ასევე მხარდაჭერა ჩვენი ენერგეტიკისთვის - ეს ძალიან მნიშვნელოვანია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ეს სწრაფად და საგრძნობლად გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ეს გაძლიერება უკიდურესად აუცილებელია... ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგების შემსუბუქებას და, უპირველეს ყოვლისა, დაეხმარება უკრაინელ ხალხს მოახლოებული ზამთრის გადატანაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.