პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში უმძიმესი კორუფცია იყო და მიხეილ სააკაშვილის კორუფციულ საქმეებს „პიჯაკების საქმე“ უწოდეს. მისი თქმით, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ყოფილი ლიდერის შვილის სწავლა და ბიუჯეტი სოციალური პასუხისმგებლობით არ იხარჯებოდა.

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი, მაშინდელი დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით
იმედინიუსი

იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.

„იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ, აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს, მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: იყო პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა - დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები