პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად ოჯახის წევრს გადაუფორმა უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოჯახის წევრს სახელმწიფო ქონება გადაუფორმა, რაც, პრემიერის შეფასებით, კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა.

ირაკლი კობახიძე – „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად ოჯახის წევრს გადაუფორმა უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა
პირველი არხი

„საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის დედამ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ „სააკაშვილი ებრძოდა კორუფციას. ისევე, როგორც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე, მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“.

როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სწორედ „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმის მსგავს კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში.

„ის დედაა და შეიძლება, ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სააკაშვილი ებრძოდა კორუფციას. ისევე, როგორც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე, მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს“
„ის დედაა და შეიძლება, ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი ცხრა წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახია" - გიული ალასანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები