ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში უმძიმესი კორუფცია იყო და „პიჯაკების საქმეს“ უწოდებდნენ იმ ფაქტებს, როდესაც ბიუჯეტიდან ქვეყნის მაშინდელი ლიდერი საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა. მისი თქმით, მაშინ არც მედიის თავისუფლება არსებობდა და არც ბიუჯეტი იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.

პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი
პრემიერი: გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერირუსთავი 2

იყო უმძიმესი კორუფცია და გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით.

„იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ, აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს, მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იყო უმძიმესი კორუფცია. გაკადნიერდნენ და პიჯაკების საქმე უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს. პიჯაკებითაც რომ დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. წარმოიდგინეთ, საიდან სადამდე შეიცვალა სტანდარტი, როცა საქმე ეხება კორუფციას, პიჯაკებზეც რომ ვილაპარაკოთ. მაგრამ, აქ საუბარი არ არის პიჯაკებზე. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე, მაგალითად ჩემი შვილის სწავლა რომ დავაფინანსო ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხომ წარმოგიდგენიათ, მთლიანად საზოგადოებას, ან ოპოზიციას რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლას აფინანსებდა ქვეყნის მაშინდელი რეჟიმის ლიდერი. საკუთარ დედას რომ მიჰყიდოს, მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 ლარად, რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი. რეაქციაც არ იყო იმიტომ, რომ მწვანე შუქი ჰქონდათ ყველაფერზე ანთებული. არ იყო მედიის თავისუფლება. ეს იყო მაშინდელი მდგომარეობა. ამასთან ერთად, პლუს ეკონომიკური პრობლემები უმძიმესი, დემოკრატიის კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა და ნული სოციალური პასუხისმგებლობა. ის ბიუჯეტიც კი, რომელიც გვქონდა მაშინ, დაახლოებით 8-მილიარდიანი ბიუჯეტი, ისიც კი არ იხარჯებოდა სოციალური პასუხისმგებლობით. ამაზე ბევრის თქმა შეიძლება“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.