ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ALDE და ELF საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითხოვენ

ქართული ოცნება

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) და ევროპის ლიბერალური ფორუმი (ELF) ევროკომისიის ხელმძღვანელობას მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისის დახურვაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვენ.

ALDE და ELF საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითხოვენ
ALDE და ELF საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითხოვენტაბულა

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა და ევროპის ლიბერალური ფორუმის (ELF) პრეზიდენტმა, იან-კრისტოფ ოეტჯენმა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, კაია კალასს და ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, მარტა კოსს ოფიციალური წერილით მიმართეს.

პარტია ALDE-სა და ევროპის ლიბერალური ფორუმის ლიდერები საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას მოითხოვენ.

"მოგმართავთ საქართველოში დემოკრატიული ვითარების სწრაფ გაურესებაზე, კერძოდ კი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის (FNF) იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ ქვეყანაში ორ ათწლეულზე დიდხნიანი მოღვაწეობის შემდეგ თბილისში ოფისი დაეხურა

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საგრანტო განაცხადის უარყოფის შედეგად, FNF იძულებული გახდა, საქართველოში საქმიანობა შეეწყვიტა. ხელისუფლებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ FNF-ის საქმიანობა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მთავრობის პრიორიტეტებთან იქნებოდა თანხვედრაში. ამ პირობებში FNF-მა დაასკვნა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდის მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა.

ეს არის დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი შეზღუდვებისა და დემონსტრანტების, ოპოზიციონერი ფიგურების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო რეპრესიების ნათელი მაგალითი. 2002 წლიდან FNF ქვეყანაში დემოკრატიული ძალების მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ განათლებას, დემოკრატიულ ჩართულობას, კანონის უზენაესობას, ევროინტეგრაციასა და ღია სამოქალაქო საზოგადოებას.

ეს მოვლენები ცხადყოფს, თუ რამდენად შორდება ქართული ოცნების რეჟიმი იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება და საგანგაშო გზავნილია ყველასთვის, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისა, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი მისი ერთგულებისთვისაც.

ALDE-ს პარტია, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის ლიბერალური ფორუმი, მუდმივად მიუთითებს დემოკრატიულ უკუსვლაზე. აქედან გამომდინარე, კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, უპასუხოს მიზანმიმართული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და საქართველოში დემოკრატიისა და ძირითადი თავისუფლებების სისტემურ შელახვაზე.

ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა გადამწყვეტია ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს თან სდევს შედეგები. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი, ვინც დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს იცავს, მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ." - წერია ALDE-ს ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.