პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სროლა ყარაჯალაში - შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი ბიზნესმენის ავტომობილი დაცხრილეს

სოფელ ყარაჯალაში ბიზნესმენ დურიჩ გაჯიევის ავტომობილს, რომელშიც არასრულწლოვანი შვილებიც ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. „პირველების“ ინფორმაციით, თავდასხმის მოტივად ფინანსური დაპირისპირება სახელდება, რასაც ოჯახი უარყოფს.

სროლა ყარაჯალაში - შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი ბიზნესმენის ავტომობილი დაცხრილეს
TV პირველი

სოფელ ყარაჯალაში შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ბიზნესმენი დურიჩ გაჯიევი გახდა. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაჯიევი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც "წყარო" "პირველებს" ეუბნება, ავტომობილში გაჯიევის არასრულწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ.

„პირველების“ ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო მოტივი ფინანსური დაპირისპირებაა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს აშანტაჟებდნენ და ბიზნესში წილებს სთხოვდნენ. გავრცელებული ცნობით, მას 100 ათასი უნდა გადაეხადა, თუმცა თავდამსხმელებს მოთხოვნილზე ნაკლები თანხა მიუტანა.

ამ ვერსიას გაჯიევის ოჯახი უარყოფს. დურიჩ გაჯიევის მამა ამბობს, რომ ფინანსურ დავას ადგილი არ ჰქონია.

სოფელ ყარაჯალაში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. „პირველების“ კამერამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც გადაიღო. პოლიციას რამდენიმე პირი უკვე დეინტიფიცირებული ჰყავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები