ირაკლი კირცხალიამ ALDE-ს წერილს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო უწოდა
ქართული ოცნების წევრმა ირაკლი კირცხალიამ ALDE-ს მოწოდებას ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შესახებ უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო უწოდა. ALDE-ს ხელმძღვანელობამ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვის გამო.
"ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ALDE-ს წერილს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარტიის ოფისში გამოეხმაურა ALDE Party-ის მოწოდებას ევროკავშირის მიმართ მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
„ALDE - სგან და პოლიტიკური ელიტისგან ევროკავშირში მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ, ავიწყდებათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი უსამართლო თავდასხმების ქვეშ. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან. ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რასაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით და ეს დაკვეთა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, - ნათქვამია წერილში.
ციტატები სტატიიდან
„ALDE - სგან და პოლიტიკური ელიტისგან ევროკავშირში მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ, ავიწყდებათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი უსამართლო თავდასხმების ქვეშ. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან. ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რასაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით და ეს დაკვეთა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.