ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს
საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის ფონზე, ALDE-ს ხელმძღვანელობა ევროკავშირს ქმედებისა და მიზნობრივი სანქციებისკენ მოუწოდებს. ფრიდრიხ ნაუმანისა და კონრად ადენაუერის ფონდებმა თბილისში წარმომადგენლობები დახურეს ახალი საკანონმდებლო რეგულაციებისა და პოლიტიკური ჩარჩოს გამო.

საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ "ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის (ALDE)" ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს და კაია კალასს წერილით მიმართავს.
ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და "ევროპული ლიბერალური ფორუმის" პრეზიდენტი იან-ქრისტოფ ოტიენი ევროკავშირს ქმედებისკენ მოუწოდებენ.
"საკმარისია!
"ქართული ოცნების" რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს...
მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი.
თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება", - აღნიშნულია წერილში.
საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა, თქვა, რომ ოთხივე ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოსა და მის მოსახლეობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინათ საქმიანობა. "ეს მოვლენები ასევე ართულებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს", - განაცხადა ფოსმა.
ცნობისთვის, საქართველოში მოქმედმა უმსხვილესმა საერთაშორისო და გერმანულმა ორგანიზაციებმა მუშაობა შეწყვიტეს. "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" (FNF) და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) თბილისში მდებარე ოფისებს ხურავენ.
როგორც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა 2026 წლის 30 სექტემბერს, გამგეობის გადაწყვეტილებით და გარდაუვალი აუცილებლობით მოხდა. ფონდის ცნობით, მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო, ასევე უცხოური დაფინანსების შესახებ ახალი კანონი, ორგანიზაციას საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.
ფონდმა გრანტების შესახებ კანონის ფარგლებში განაცხადი შეიტანა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობაზე შესაბამისი ნებართვა ყოფილიყო გაცემული. აღნიშნული მოთხოვნა ფონდმა ლიბერალური ორგანიზაციის სამოქმედო თავისუფლების სრულ მოსპობად შეაფასა.
KAS-ის გადაწყვეტილებით პირველ ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისში თავისი წარმომადგენლობა კონრად ადენაუერის ფონდმაც (KAS) დახურა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ციტატები სტატიიდან
„საკმარისია! "ქართული ოცნების" რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს... მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი. თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება“
„ეს მოვლენები ასევე ართულებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“
„რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს... მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი. თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.