ALDE – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი
ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება (ALDE) და „ევროპის ლიბერალური ფორუმი“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და რეპრესიების გამო მიზანმიმართული სანქციების დაწესებას მოითხოვენ. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) თბილისის ოფისის დახურვასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებზე.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ – ALDE Party-ის წერილშია ნათქვამი.
ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ „ეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდი შეზღუდვებისა და დემონსტრანტების, ოპოზიციური პირების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ უფრო ფართო რეპრესიების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“.
„მოვლენების აღნიშნული განვითარება აჩვენებს, თუ რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი და შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართ მისი ერთგულებისთვის. კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებზე, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სისტემატურ ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა მნიშვნელოვანია შემდგომი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ“, – აცხადებს ALDE.
ციტატები სტატიიდან
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“
„მოვლენების აღნიშნული განვითარება აჩვენებს, თუ რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი და შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართ მისი ერთგულებისთვის. კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებზე, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სისტემატურ ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა მნიშვნელოვანია შემდგომი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.