პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკური პარტია "ალდე" ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა

პოლიტიკური პარტია "ალდეს" პრეზიდენტი სვენია ჰანი და "ევროპული ლიბერალური ფორუმის" პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოტიენი მიმართავენ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასსა და მარტა კოსს, საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირების მოთხოვნით. მათი განცხადებით, სანქციების დაწესების მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" ოფისის დახურვაა.

პოლიტიკური პარტია "ალდე" ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა
რუსთავი 2

"ალდეს" პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და "ევროპული ლიბერალური ფორუმის" პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

ისინი ოფიციალური განცხადებით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს და საქართველოს მთავრობის წევრების დასანქცირებას მოითხოვენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს.

მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის" ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და თვალი არ დახუჭოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

შეგახსენებთ, კაია კალასი და მარტა კოსი ამავე ალიანსის ლიდერები არიან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. ფორმულაოპოზიციურიALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიგერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიALDE ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
  4. ალიაოპოზიციურიALDE – მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი
  5. ტაბულაოპოზიციურიALDE და ELF საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითხოვენ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა - სალომე სამადაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები