სალომე სამადაშვილი - ევროკავშირში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ „ქართული ოცნება“ გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირში მყარდება აზრი, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიას უქმნის საფრთხეს და აფერხებს ევროინტეგრაციას. ეს შეფასებები მოჰყვა ALDE-ს მიმართვას ევროკავშირისადმი, დაუწესონ მიზანმიმართული სანქციები რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს. წერილში ასევე საუბარია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე.

ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროკავშირისადმი ALDE-ს მიმართვის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი მიმართვა განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალაში რომელიც დღეს განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას, სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამიტომ, ასეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ALDE-ს პარტიის წარმომადგენლები არიან და აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ხანია მსგავსი მსჯელობა არ ყოფილა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი. ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს შესაბამისი წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, - ნათქვამია წერილში.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ ძალაში რომელიც დღეს განსაზღვრავს ევროპულ პოლიტიკას, სულ უფრო მყარდება აზრი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამიტომ, ასეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ALDE-ს პარტიის წარმომადგენლები არიან და აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ხანია მსგავსი მსჯელობა არ ყოფილა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.