ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია: "დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახმეტის, დმანისის, წალკის და ვანის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. კირცხალიას თქმით, შვიდივე საარჩევნო უბანზე პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და აქტივობა მაღალია.

ირაკლი კირცხალია: "დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს
ირაკლი კირცხალია: "დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოსPOSTV

“როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში- სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში – სოფელ ფერეთაში. დილიდან ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის, ოთხი წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე – ტრადიციული მეთოდით. 17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამორჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა; დმანისში – 50%-მა; წალკაში – 37%-მა; ხოლო, ვანში – 57%-მა. საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე. ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში,” – განაცხადა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში – წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევს“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.