"ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ" - ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა, სადაც 17:00 საათის მონაცემები და საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში მიმდინარეობა შეაჯამა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორგასლის ოფისში ბრიფინგი გამართა.
"17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50%-მა, წალკაში 37%-მა, ხოლო ვანში 57%-მა. საარჩევნო უბნები, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიხურება. ტრადიციულად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
ციტატები სტატიიდან
„17:00 საათის მონაცემებით, ახმეტაში ამომრჩევლის 39%-მა მიიღო მონაწილეობა, დმანისში 50%-მა, წალკაში 37%-მა, ხოლო ვანში 57%-მა. საარჩევნო უბნები, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიხურება. ტრადიციულად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან. შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.