ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა, საარჩევნო უბნები დაიხურა

ქართული ოცნებალელოცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში - შუალედური არჩევნების საარჩევნო უბნები დაიხურა. ამომრჩევლებმა საკრებულოების 4 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს. კენჭისყრა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული მოდელით წარიმართა.

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა, საარჩევნო უბნები დაიხურა
საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა, საარჩევნო უბნები დაიხურაინტერპრესნიუსი

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში, ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, საარჩევნო უბნები დაიხურა.

არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

ამომრჩევლებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრი აირჩიეს, შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი გაიხსნა, მათ შორის ოთხი წალკაში. საარჩევნო უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

გამოყენებული იქნა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნო უბანზე გამოყენებული იყო ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 - მა ამომრჩეველმა მიმართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7 კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

ცესკო-ში 21:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.