ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კირცხალია - საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში - ეს მიუთითებს, რომ სადაც არჩევნებში რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და როცა დავალება არ და ვერ აქვთ, ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად

ქართული ოცნებალელო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ დმანისში, წალკაში, ვანსა და ახმეტაში მიმდინარე შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში ტარდება. მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ ოპოზიციას რევოლუციური სცენარების განხორციელების რესურსი და დავალება აღარ აქვს.

ირაკლი კირცხალია - საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში - ეს მიუთითებს, რომ სადაც არჩევნებში რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და როცა დავალება არ და ვერ აქვთ, ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად
ირაკლი კირცხალია - საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში - ეს მიუთითებს, რომ სადაც არჩევნებში რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და როცა დავალება არ და ვერ აქვთ, ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდადინტერპრესნიუსი

შვიდივე უბანზე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში - ეს მიუთითებს ერთს, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებში რეალურად პოლიტიკური პარტიები და რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და არა ოპოზიცია რომელიც თავისი ქვეყნის ოპოზიციაში დგას და იმ პირობებში, როცა დავალება არ აქვთ და დავალება ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა იმ ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ვხედავთ რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც 4 მუნიციპალიტეტში - დმანისში, წალკაში, ვანსა და ახმეტაში მიმდინარე შუალედური არჩევნები შეაფასა.

კირცხალიას თქმით, დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რატომ იყო საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანა.

„ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებსაც კარგად ახსოვს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ და კარგად გვახსოვს 2025 წელს 4-ში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებასთან ერთად დასრულებული 4 რიცხვი და მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი როგორ ჩაბარდა წარსულს. ვიცით, ვინ არიან პასუხისგებაში მიცემული. ეს მიუთითებს ერთს, რომ რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებში რეალურად პოლიტიკური პარტიები და რეალურად ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და არა ოპოზიცია რომელიც თავისი ქვეყნის ოპოზიციაში დგას და იმ პირობებში, როცა დავალება არ აქვთ და დავალება ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა იმ ჩაფლავებული რევოლუციური სცენარების გამო, ვხედავთ რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, სად დგანან ეს ძალები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ. ერთ ოლქში საერთოდ კანდიდატი ვერ დააყენეს და ერთადერთი ე.წ. პარტია, რომელსაც გადააწყვეტინეს, რომ ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არის პარტია „ლელო“.- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.