ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილია ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად - ირაკლი შატაკიშვილი დმანისში მიმდინარე არჩევნებზე

ქართული ოცნებალელო

დმანისში, ასევე ვანის, წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. დმანისში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე და "ლელოს" კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი უპირისპირდებიან. პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა განაცხადა, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის კანდიდატს.

"ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილია ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად - ირაკლი შატაკიშვილი დმანისში მიმდინარე არჩევნებზე
"ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილია ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად - ირაკლი შატაკიშვილი დმანისში მიმდინარე არჩევნებზერუსთავი 2

არჩევნები მიმდინარეობს დმანისში, სადაც საარჩევნო უბანი სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო". გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატია წარდგენილი და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და წყნარად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, თავისი პოლიტიკური ნება, თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებით გააკეთოს თავისი არჩევანი. რაც შეეხება კანდიდატებს, აქ გახლავთ წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად", - აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და წყნარად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, თავისი პოლიტიკური ნება, თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებით გააკეთოს თავისი არჩევანი. რაც შეეხება კანდიდატებს, აქ გახლავთ წარმოდგენილი "ქართული ოცნების" მხრიდან ძალიან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად“
ირაკლი შატაკიშვილი
„საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და წყნარად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი - თითოეულ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, თავისი პოლიტიკური ნება, თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ ნებაზე დაფუძნებით გააკეთოს თავისი არჩევანი. რაც შეეხება კანდიდატებს, აქ გახლავთ წარმოდგენილი“
ირაკლი შატაკიშვილი
„მხრიდან ძალიან ღირსეული ადგილობრივი კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად“
ირაკლი შატაკიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.