პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი

ქართული ოცნებალელო

დმანისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს სოფელ ველისპირსა და განახლებას შორის გახსნილ საარჩევნო უბანზე. გამარჯვებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე და „ლელოს“ კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი იბრძვიან. პროცესი ხარვეზების გარეშე და მშვიდ ვითარებაში ტარდება.

საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
რუსთავი 2

არჩევნები მიმდინარეობს დმანისში, სადაც საარჩევნო უბანი - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორისაა გახსნილი. შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო".

გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ. საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში გრძელდება.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.

"დმანისის 24-ე ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. ხმის მიცემის პროცედურები მოსახლეობის მხრიდან ყველანაირად არის დაცული, ამიტომ მოსახლეობის აქტიურობაც შესამჩნევია. საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი. სწორედ, ჩვენი კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე არის ის პიროვნება, ახალგაზრდა კანდიდატი, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის ხმა ჩვენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში", - ამბობს კობა მურადაშვილი.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოდმანისში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - მუნიციპალიტეტში ორი კანდიდატია რეგისტრირებული
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილია ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად - ირაკლი შატაკიშვილი დმანისში მიმდინარე არჩევნებზე
  3. POSTVსამთავრობოდმანისის მუნიციპალიტეტის მერი: „საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"პირველ რიგში, თითოეულ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის" - ირაკლი სარსევანიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები