შუალედური არჩევნები - ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა დმანისში ფიქსირდება
ბოლო მონაცემებით, შუალედურ არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა დმანისში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 49%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. პროცესი ხარვეზებისა და ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. გამარჯვებისთვის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" და "ძლიერი საქართველო - ლელოდან" იბრძვიან.

ბოლო მონაცემებით, შუალედურ არჩევნებზე, აქტივობის ყველაზე მაღალი შედეგი დმანისში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 49%-მა პოზიცია უკვე დააფიქსირა. ბოლო ინფორმაციით, ექსცესებს უბანზე ადგილი არ ჰქონია.
საარჩევნო პროცესი დილის 08:00 საათზე, ხარვეზების გარეშე დაიწყო.
შუალედურ არჩევნებზე რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან "ქართული ოცნება" და "ძლიერი საქართველო - ლელო". გამარჯვებისთვის "ქართული ოცნებიდან" - ირაკლი სარსევანიძე, პარტია "ლელოდან" კი ვაჟა ნონიაშვილი იბრძოლებენ.
"მიმდინარეობს კენჭისყრა. ბოლო მონაცემებით, მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა არის 131, ანუ საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 49,8%. სიმშვიდეა, სიწყნარეა, ნორმალურად მიდის ყველაფერი", - აღნიშნა დმანისის 24-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ნონიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მიმდინარეობს კენჭისყრა. ბოლო მონაცემებით, მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა არის 131, ანუ საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 49,8%. სიმშვიდეა, სიწყნარეა, ნორმალურად მიდის ყველაფერი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.