ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, კიევი ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, რადგან რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, მოსახლეობას აღარ აქვს ილუზია მშვიდობიანი დროის შესახებ. დასავლელი დიპლომატები საჯაროდ რჩებიან კიევში, თუმცა განიხილება საგანგებო გეგმებიც საელჩოების ლვოვში ან პოლონეთში გადატანის შესახებ.

The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს
The Guardian: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს, მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებსრუსთავი 2

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სკოლაზე, საავადმყოფოსა და ხიდზე მიიტანა იერიში, კიეველებს აღარ შეუძლიათ თავი ისე მოაჩვენონ, თითქოს „მშვიდობიანი დრო“ იყოს, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.

სტატიაში სათაურით - „მტერი ჩვენს ქალაქს ანადგურებს“: კიევი ტერორშია - რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს" - აღნიშნულია, რომ კიევი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საწყისი დღეების შემდეგ, ყველაზე რთულ პერიოდში შედის; რუსეთის გაძლიერებული თავდასხმები ცვლის ყოველდღიურ ცხოვრებას დედაქალაქში, რომლის სიბნელეში ჩაძირვასაც მოსკოვი ცდილობს.

ბოლო დრომდე კიევი ინარჩუნებდა ცხოვრების შედარებით ნორმალურ რიტმს, მაშინ როცა ფრონტის ხაზთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქები, მათ შორის, ხარკოვი და დნიპრო, ყოველდღიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. სტატიის თანახმად, ახლა კიეველები მწარე იუმორით აღნიშნავენ, რომ ვითარება იცვლება და ხსენებული ქალაქები ზოგჯერ უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ვიდრე დედაქალაქი. ამასთან, რუსული თავდასხმების მკვეთრმა ესკალაციამ ბევრ მცხოვრებს გაუჩინა განცდა, რომ ის განსაცდელი, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ, უკვე დადგა.

უკრაინელი მაღალჩინოსნები ევროპელ კოლეგებს მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბების შესახებ აფრთხილებენ.

„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“, - განაცხადა The Guardian-თან კიევში მყოფმა დასავლელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა არჩია.

გამოცემის ცნობით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ; მათ ესმით, რომ წასვლა მოსკოვს პროპაგანდისტულ გამარჯვებას მოუტანდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა მიატოვეს. თუმცა, პირად საუბრებში მაღალი რანგის ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მუშავდება საგანგებო გეგმები საელჩოების ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უცხოური მისიების მიზანმიმართულ დაბომბვას დაიწყებს.

„ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“, - განუცხადა გამოცემას დიპლომატმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი გეგმავს, კიევი გაყინოს და ქვის ხანაში დააბრუნოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ვითარება აშკარად სწრაფად უარესდება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.