პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიევის მერი: რუსეთის დარტყმების გამო, დედაქალაქი "გადარჩენის რეჟიმზე" გადადის

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების გამო დედაქალაქი გადარჩენის რეჟიმზე გადადის და მოსახლეობას შესაძლებლობის შემთხვევაში დროებით წასვლა ურჩია.

კიევის მერი: რუსეთის დარტყმების გამო, დედაქალაქი "გადარჩენის რეჟიმზე" გადადის
რადიო თავისუფლება

უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საინფორმაციო სააგენტო France-Presse-სთვის 8 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქალაქი გადადის "გადარჩენის რეჟიმზე". კიევის მცხოვრებთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, კლიჩკომ ურჩია დროებით დატოვონ დედაქალაქი - რადგნ რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე მიტანილი იერიშები ქმნის მასშტაბური კრიზისის საფრთხეს.

8 ოქტომბერს რუსეთის არმიამ დარტყმა განახორციელა კიევის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ობიექტზე. ამ ცნობას ავრცელებს ენერგეტიკის მინისტრი, დენის შმიჰალი, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ქალაქში შეიქმნა ენერგომომარაგების მასშტაბური პრობლემები, დროებით გაჩერდა მეტროს მატარებლები. იუწყებოდნენ, რომ პრობლემები შეიქმნა კიევის საკანალიზაციო სისტემაშიც.

"როგორ კარგადაც უნდა მოვემზადოთ, საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ არ იმუშავებს, შესაძლოა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდეთ" - თქვა კლიჩკომ ინტერვიუში.

ამასთან, კიევის მერი ამბობს, რომ საქმე არ ეხება სრულ ევაკუაციას - რადგან ეს იქნებოდა "საუკეთესო სცენარი პუტინისთვის, ჩვენი დაცარიელებული ქალაქების დასაკავებლად".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორ კარგადაც უნდა მოვემზადოთ, საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ არ იმუშავებს, შესაძლოა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდეთ“
„საუკეთესო სცენარი პუტინისთვის, ჩვენი დაცარიელებული ქალაქების დასაკავებლად“
ვიტალი კლიჩკო
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვიტალი კლიჩკო რადაში დაიბარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები