ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარკო რუბიო: აშშ-ს კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ეტაპზე კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას არ გეგმავს და გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიხედვით თვითონ მიიღებს.

მარკო რუბიო: აშშ-ს კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს
მარკო რუბიო: აშშ-ს კიევიდან დიპლომატების ევაკუაცია ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვსიმედინიუსი

ვაშინგტონი ამ ეტაპზე არ გეგმავს კიევიდან თავისი დიპლომატების გაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს და უცხოელ დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„იქ საელჩო გვაქვს და თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა მათთვის ადგილზე ყოფნა. თუ გაჩნდება საფრთხე, რომელიც პოზიციის შეცვლას მოითხოვს, ჩვენ ასეც მოვიქცევით. ამ მომენტამდე ასეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ უკვე თვეებია მოუწოდებს და კიევზე თავდასხმები უცხოური დაწესებულებებისთვის ახალ საფრთხეს არ წარმოადგენს.

მისი თქმით, ვაშინგტონი ყოველდღიურ რეჟიმში აანალიზებს მსოფლიოში არსებული თითოეული დიპლომატიური მისიის უსაფრთხოებას.

მანამდე, 2 ოქტომბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არცერთ უცხოურ დიპლომატიურ მისიას კიევისთვის ევაკუაციის ან ლოკაციის შეცვლის გეგმების შესახებ არ უცნობებია.

უწყების სპიკერის თქმით, არსებობს დადგენილი პროცედურა, რომლის მიხედვითაც ელჩები მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ მხარეს წინასწარ ატყობინებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იქ საელჩო გვაქვს და თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, უსაფრთხოა თუ არა მათთვის ადგილზე ყოფნა. თუ გაჩნდება საფრთხე, რომელიც პოზიციის შეცვლას მოითხოვს, ჩვენ ასეც მოვიქცევით. ამ მომენტამდე ასეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“
მარკო რუბიო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუბიოს თქმით, „ზუსტად არ იცის“, მიიღო თუ არა კიევმა რუსეთის ბალისტიკური დარტყმის შესახებ წინასწარი...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები