პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიტალი კლიჩკო: "კიევი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია,

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მშვიდობიანი პერიოდის მსგავსად ცხოვრება შეუძლებელია. მისი თქმით, მტერი ანადგურებს ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ სექტორს. ბოლო კვირებში რუსეთის თავდასხმები კიევზე გაძლიერდა.

ვიტალი კლიჩკო: "კიევი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია,
POSTV

“სიმართლე გითხრათ, დედაქალაქი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იმის მტკიცება, რომ აქ ამჟამად ცხოვრება შესაძლებელია, როგორც მშვიდობიან პერიოდში, სამწუხაროდ, არ გამოვა”, – განაცხადა უკრაინის დედაქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

„მტერი ანადგურებს კიევს – ინფრასტრუქტურას, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, საცხოვრებელ და სოციალურ ობიექტებს. აგრესორმა ასევე კვლავ დაიწყო ენერგეტიკული სექტორის განადგურება“, – აღნიშნა კიევის მერმა.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, მიზანში ამოიღო ხიდები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, 1 ოქტომბერს რუსული დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა დნეპრზე გამავალი მნიშვნელოვანი ხიდი დააზიანა, ხოლო 2 ოქტომბერს მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა დღის მანძილზე მეორედ და ბოლო ორ დღეში მეხუთედ მიიტანა იერიში კიევის სამხრეთის ხიდზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები