პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძის სანქცირებული სიძე ბრიტანეთს დედას აგინებს

ქართული ოცნება

დიდმა ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა კახა კალაძის დისქმარი პაატა აბულაძე, რომელმაც ბრიტანეთის სანქციებს მწვავედ და ლანძღვით უპასუხა.

კალაძის სანქცირებული სიძე ბრიტანეთს დედას აგინებს
TV პირველი

დიდი ბრიტანეთის შავ სიაში მოხვედრილი, პაატა აბულაძე, რომელიც თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დისქმარია, მისთვის დაწესებულ სანქციებზე პირველ კომენტარს აკეთებს.

ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველი დიდ ბრიტანეთს აგინებს:

"დედა, რა მითხარით? ბრიტანეთს დავუსანქცირებივარ... ჩემი სიკვდილი... დედა, დედა, დედა... ეგეთ რამეებს რომ მაჯახებთ კაცო, ასაკში ვარ, შეიძლება ვერც გადავიტანო... ბრიტანეთის დედაც მოვ**ან", - უთხრა კახა კალაძის დის ქმარმა, პაატა აბულაძემ "პირველებს".

შავ სიაშია მამუკა ფიფიაც, რომელიც მრავალგზის სანქცირებული ფარცხალაძის ახლო გარემოცვად სახელდება.

ფიფიას თქმით, სანქციებით გამოწვეული ანგარიშების დახურვის გამო, მის საქმიანობს საქართველოში შემოვლითი გზებით დააფინანსებს

გაერთიანებულმა სამეფომ პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მხარდაჭერისთვის საქართველოს ოთხ მოქალაქეს – მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს სანქციები დაუწესა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური“ბრიტანეთის დედაც მოვ@@ან”– პაატა აბულაძის კომენტარ–გინება სანქციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები