ლონდონმა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, პაატა აბულაძე და კიდევ ერთი ქართველი დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა ახალი სანქციები დააწესა, რომელიც მოიცავს 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და რვა გემს. მათ შორის დასანქცირებულია ოთხი ქართველი პრორუსი აქტორი: მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე და პაატა აბულაძე, რომლებიც, ლონდონის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში.

დიდმა ბრიტანეთის გაერტიანებულმა სამეფმ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ლონდონის განცხადებით, კრემლის „ომის ყულაბას“, პროპაგანდისტებსა და წამებაში ბრალდებულებს იღებს სამიზნეში.
ლონდონის სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და რვა გემს.
დასანქცირებულებს შორის 4 ქართველია. ლონდონმა ასევე დაასანქცირა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
დასანქცირებულ პირებს შორის არიან შემდეგ ქართველი პრორუსი აქტორები:
მამუკა ფიფია
გიორგი ირემაძე
ნიკოლოზ მჟავანაძე
პაატა აბულაძე
“დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროკრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელებაში, უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციიდან დაწყებული, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურობით დამთავრებული”, – აცხადებენ ლონდონში.
ლონდონმა ასევე დაასანქცირა ალან ედუარდოვიჩ გაგლოევი. იგი არის სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო „პრეზიდენტი“ (2022-2026 წლებში) ასევე მისი შემცვლელი ამ “პოსტზე” მარატ კამბოლოვი და სერგეი ტოლმაჩოვი, რუსი პოლიტტექნოლოგი.
23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრება აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ფიზიკურ პირებს ასევე დაუწესდებათ მოგზაურობის აკრძალვა. რვა გემს დაეკისრება ნაოსნობისა და ვაჭრობის სანქციები.
სანქცირებული გემები მოიცავს „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ გემს, ორ გემს, რომლებიც მათ საწვავით მომარაგების მომსახურებას უწევენ და რუსეთის მფლობელობაში არსებულ ყინულის კლასის სამ გემს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.