სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
თიბისიმ მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა, რომლის საშუალებითაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე შეუძლიათ.

თიბისიმ, მცირე და საშუალო ბიზნესების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დანერგა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის.
პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული. კომპანია განაცხადს თიბისის მობაილბანკში ავსებს. ხელშეკრულების გაფორმება და ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება, განაცხადის დაფიქსირებიდან 30 წუთშია შესაძლებელი.
თიბისის მობაილბანკიდან ელექტრონული სატენდერო გარანტიის მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარს შეადგენს. ახალი ფუნქციონალი ბიზნესს, დროსთან ერთად, ფულად რესურსსაც უზოგავს. ციფრულად გარანტიის მიღება კომპანიებს განახევრებული ტარიფითდა 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ.
განაცხადის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს: https://tbc-business.onelink.me/Ierb/ElGuaranteeProcess-sms
(R)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.