ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

თიბისის მობაილბანკში „ავტო კომფორტი“ განახლდა, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური სერვისების – ჯარიმების გადახდის, პარკირების ბალანსის შევსებისა და პარტნიორი კომპანიების შეთავაზებების ერთ სივრცეში მართვის საშუალებას აძლევს.

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდაალია

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი – არც თუ ისე საყვარელი რუტინა. ჯარიმის შემოწმება და გადახდა, პარკირების ბალანსის შევსება, ვადების შეხსენება – ეს ყველაფერი დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკში ავტოკომფორტი განახლდა და ავტომობილთან დაკავშირებული ყოველდღიური პროცესების ერთ სივრცეში მოქცევით, მათი მართვა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახდა.

განახლებული ავტო კომფორტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჯარიმები პირდაპირ მობაილბანკიდან, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს, მათი სტატუსი და დეტალები მარტივად ნახოს, ხოლო ახალი ჯარიმის დარიცხვისთანავე შეტყობინება მიიღოს. აპლიკაციაში ჯარიმის მიზეზისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვაც მარტივად არის შესაძლებელი.

საქმე კიდევ უფრო მარტივდება პარკირებისბალანსის მობაილბანკიდან შევსებითაც – აღარ არის საჭირო სხვადასხვა პლატფორმაზე გადასვლა ან დამატებითი ნაბიჯების გავლა. ავტომობილთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მარტივი ნავიგაციითა და მაქსიმალურად გამარტივებული პროცესებით.

ავტო კომფორტი მხოლოდ ყოველდღიური საქმეების გამარტივებას არ გულისხმობს. მომხმარებლებს ავტომობილთან დაკავშირებულ პარტნიორ კომპანიებთან სპეციალური შეთავაზებებით, ფასდაკლებებითა და ქეშბექებით სარგებლობაც შეუძლიათ – მათ შორის საწვავის, დაზღვევისა და ტექ-მომსახურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთი სივრცე მომხმარებელს არა მხოლოდ დროსა და ენერგიას უზოგავს, არამედ დამატებით სარგებელსაც აძლევს.

განახლებული ავტო კომფორტი განსაკუთრებით მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს, ავტომობილთან დაკავშირებული რუტინა ნაკლები ძალისხმევით მართოს – შეტყობინებიდან გადახდამდე, პარკირების ბალანსიდან – სპეციალურ შეთავაზებებამდე და ეს ყველაფერი – მობაილბანკში.

ავტო კომფორტით სარგებლობის პირველი 3 თვეუფასოა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფუნქციონალს 31 ოქტომბრამდე გაიაქტიურებენ.

თიბისი აგრძელებს მობაილბანკის განვითარებას, რომ გაგიმარტივოს ცხოვრება და ყოველდღიური რუტინული საქმეები კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.