პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი: მთლიანობაში, ჩვენი საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ მიდის, კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ - წევრმა სახელმწიფოებმა წინდახედული ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირის საჯარო ფინანსები არასწორი მიმართულებით მიდის და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც წევრ ქვეყნებს წინდახედული ფისკალური პოლიტიკისკენ მოუწოდებს.

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარი: მთლიანობაში, ჩვენი საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ მიდის, კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ - წევრმა სახელმწიფოებმა წინდახედული ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ
იმედინიუსი

მთლიანობაში, ჩვენი საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ მიდის, კრიტიკულ ზღვარს მივაღწიეთ - წევრმა სახელმწიფოებმა წინდახედული ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ, - განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა.

ევროკომისარმა „ევროპული სემესტრის“ საშემოდგომო პაკეტი წარადგინა, რომელშიც ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა და წევრი სახელმწიფოების საბიუჯეტო გეგმებია შეფასებული.

დომბროვსკისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა მედეგობას ინარჩუნებს, საჯარო ფინანსები სწორი მიმართულებით არ მიდის, რის გამოც კავშირი კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება.

ევროკომისარმა გამოყო სამი მთავარი უარყოფითი ტენდენცია, რის გამოც წევრმა ქვეყნებმა გონივრული ფისკალური პოლიტიკა უნდა გაატარონ.

მზარდი დეფიციტი: პროგნოზით, ევროკავშირში საშუალო დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 3.1%-დან 2028 წლისთვის 3.8%-მდე გაიზრდება. 2026 წელს 12 წევრ ქვეყანას ექნება მშპ-ის 3%-ზე მაღალი დეფიციტი, 2028 წლისთვის კი მათი რიცხვი 16-მდე გაიზრდება.

მზარდი ვალი: სახელმწიფო ვალი 2025 წელს მშპ-ის 82.6%-დან 2028 წელს 85.6%-მდე მოიმატებს. წელს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტს მშპ-ის 60%-ზე მაღალი ვალი ექნება, ოთხ ქვეყანას კი - 100%-ზე მეტი.

ვალის მომსახურების გაძვირება: დაბალი საპროცენტო განაკვეთების ეპოქის დასრულებამ და სესხების გაძვირებამ წევრ სახელმწიფოებში ვალის მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ევროკომისიამ შეაფასა იმ 10 ქვეყნის მდგომარეობა, რომელთა მიმართაც გადაჭარბებული დეფიციტის პროცედურა უკვე მოქმედებს. ექვსი ქვეყანა - ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და სლოვაკეთი - მოთხოვნებს ასრულებს. იტალია, სავარაუდოდ, წელსვე გამოასწორებს გადაჭარბებულ დეფიციტს. ფინეთი და რუმინეთი მომავალ წელს წესების დარღვევის რისკის ქვეშ არიან.

ყველაზე მწვავე ვითარებაა ბულგარეთსა და უნგრეთში, რომლებიც უკვე მიმდინარე წელს მოთხოვნების არსებითი შეუსრულებლობის რისკის წინაშე დგანან. ევროკომისიამ მიიჩნია, რომ ამ ორი ქვეყნის რეაგირება არასაკმარისი იყო და ევროკავშირის საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, გაამკაცროს პროცედურები. ეს ნაბიჯი გამოიწვევს მაკროეკონომიკური პირობითობის მექანიზმის ამოქმედებას, ხოლო ბულგარეთს, როგორც ევროზონის წევრ ქვეყანას, მშპ-ის 0.02%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

დომბროვსკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ეკონომიკა კრიზისების შთანთქმიდან რეალურ დინამიზმზე უნდა გადავიდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები