ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

თიბისიმ საქართველოში პირველად დანერგა გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციის ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიღებული თანხიდან მხოლოდ საჭირო ნაწილი გადაიყვანოს სასურველ ვალუტაში, ხოლო დარჩენი ვალუტაშივე შეინახოს. ახალი შესაძლებლობა განკუთვნილია მათთვის, ვინც საზღვარგარეთიდან იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე არარეზიდენტებისა და ფრილანსერებისთვის.

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალინეტგაზეთი

პირველად საქართველოში – თიბისიმ გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციის შესაძლებლობა დანერგა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიღებული გზავნილიდან მხოლოდ მისთვის საჭირო თანხა გადაიყვანოს სასურველ ვალუტაში; დარჩენილი თანხა კი, გზავნილის ვალუტაში შეინახოს და მომავალში გამოიყენოს.

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპისგან ათავისუფლებს და მიღებული თანხის მართვის სრულ კონტროლს მობაილბანკიდან აძლევს.

გზავნილის მიღებისას მომხმარებელს აღარ უწევს მთლიანი თანხის კონვერტაცია. მაგალითად, თუ მან 500$ მიიღო, შეუძლია მხოლოდ 100$ გადაიყვანოს ლარში; დარჩენილი თანხა კი, უცხოური ვალუტის ანგარიშზე შეინახოს. ამასთან, თანხის კონვერტაცია შესაძლებელია მობაილბანკში, საუკეთესო კურსით, 24/7-ზე – ზუსტად მაშინ და იმ ოდენობით, როცა და რამდენიც დაგჭირდება.

გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგულარულად იღებს ფინანსურ მხარდაჭერას საზღვარგარეთიდან; ასევე, არარეზიდენტებისა და ფრილანსერებისთვის, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ. მობაილბანკში ეს ახალი შესაძლებლობა მათ ყოველდღიური ხარჯებისა და დანაზოგების უფრო მოქნილად განაწილებაში დაეხმარება.

მართე გზავნილი შენი წესებით – სწორედ, ეს არის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის მთავარი იდეა. მომხმარებელი თავად წყვეტს, რამდენი თანხა სჭირდება ახლა, რამდენის შენარჩუნება სურს უცხოურ ვალუტაში და როდის მოახდენს დარჩენილი თანხის კონვერტაციას.

თიბისისთვის ტექნოლოგიური ინოვაცია მხოლოდ ახალი ფუნქციონალის შექმნას არ ნიშნავს – მისი მიზანი ადამიანებისთვის ყოველდღიური ფინანსური პროცესების გამარტივება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზებაა. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და მომხმარებლებს ახალ, პრაქტიკულ და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსების მართვას კიდევ უფრო მარტივს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები