ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა (რ)

თიბისი ბანკი

საქართველოში პირველად, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისის მობაილბანკს გამოწერების შემოწმების ახალი ფუნქციონალი დაემატა. საპილოტე რეჟიმში მყოფი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში ნახონ თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდები და გამოწერები.

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა (რ)
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს გამოწერების ფუნქციონალი დაემატა (რ)ტაბულა

დღეს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო მეტი სერვისი გადადის ციფრულ სივრცეში - ტაქსის აპლიკაციებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგითა და საკვების მიტანის სერვისებით დამთავრებული. ამიტომ ხშირად რთულია იმის გახსენება, კონკრეტულად სად გვაქვს საბანკო ბარათი დამატებული ან რომელ სერვისზე ვიხდით თანხას რეგულარულად.

ამ გამოცდილების გასამარტივებლად, პირველად საქართველოში, Visa-სთან თანამშრომლობით, თიბისიმ მობაილბანკში ე.წ Subscription-ების შემოწმების ახალი ფუნქციონალი - "გამოწერები“- დანერგა.

ფუნქციონალი ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმშია და მისით სარგებლობა თიბისი კონცეპტისა და Wealth Management-ის იმ მომხმარებლებს შეუძლიათ, რომლებიც გამოწერებისა და ონლაინ გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ Visa ბარათს იყენებენ.

გამოწერების სანახავად, ეწვიეთ მობაილბანკს, აირჩიეთ თქვენი თიბისი Visa ბარათი და გადადით "გამოწერების“ ბანერზე.

გამოწერების ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თიბისი Visa ბარათით განხორციელებული განმეორებადი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ - მარტივად აღმოაჩინონ გამოწერები და ონლაინ პლატფორმებზე დამახსოვრებული ბარათები, რომლებსაც შესაძლოა, აღარ იყენებდნენ.

თიბისი Visa ბარათის მომხმარებლები შესაძლოა რეგულარულად იხდიდნენ ისეთი ონლაინ პლატფორმების, მაღაზიებისა და სერვისების საფასურს, როგორიცაა Netflix, Amazon Prime და სხვა. მათ შორისაა ყოველთვიური და ყოველწლიური გამოწერები და სხვა განმეორებადი გადახდები.

ფუნქციონალის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები