რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა, რადგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზიგფრიდ მურეშანმა დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს უფლება აქვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ან ალტერნატიული კანდიდატი წარადგინოს.

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 233 ხმა იყო საჭირო, თუმცა ზიგფრიდ მურეშანს მხარი მხოლოდ 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა.
მედია წერს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ან პოსტზე ალტერნატიული კანდიდატი წარადგინოს.
მედიის ცნობით, მთავრობის ფორმირების პროცესს ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები ბლოკავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…