პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება, რისთვისაც ასობით მილიონი ლარი გადანაწილდება სხვადასხვა უწყებაზე.

რა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?
BM.GE

2027 წელს ხელფასები საჯარო სექტორში იზრდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის მეორე პროექტის წარდგენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2027 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით იზრდება.

მისი ინფორმაციით, სამინისტროების მიხედვით ეს თანხები ხელფასების ზრდისთვის ასე განაწილდება:

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი;

საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე - 150 მილიონ ლარზე მეტი;

საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე - 60 მილიონი ლარი;

კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე - 40 მილიონ ლარზე მეტი;

სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, 7 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი;

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოფინანსთა მინისტრი: 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება
  2. პირველი არხისამთავრობო2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები