პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით გაიზრდება. ცვლილება შეეხება თავდაცვას, განათლებას, ჯანდაცვასა და მუნიციპალურ სამსახურებს.

2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება
პირველი არხი

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

კერძოდ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული 75 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 300 მილიონ ლარზე მეტი, საჯარო სკოლების 60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდაზე – 150 მილიონ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების 40 ათასზე მეტი პერსონალის ხელფასების ზრდაზე – 60 მილიონი ლარი.

კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული 35 ათასამდე ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება – 40 მილიონ ლარზე მეტი; სასწრაფო დახმარების პერსონალის, სოფლის ექიმებისა და ექთნების, ჯამში, შვიდი ათასზე მეტი ადამიანის ხელფასების ზრდაზე მიიმართება 15 მილიონ ლარზე მეტი.

დანარჩენ სახელმწიფო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებულ პირთა ხელფასების ზრდაზე, ჯამურად, მიიმართება 250 მილიონ ლარამდე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოფინანსთა მინისტრი: 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება
  2. BM.GEოპოზიციურირა თანხები მიიმართება 2027 წლის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდისთვის სამინისტროებზე?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია მილიარდ ლარზე მეტით და, ჯამურად, 11 მილიარდ 210 მილიონ ლარს შეადგენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები