ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო - საამიროების გენერალური პროკურორი

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის განცხადებით, Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო. მეორე პილოტი კაბინაში კაპიტანს საავარიო ნაჯახით დაესხა თავს. დაკავებულია პილოტი ჰამამ ალ-ჰამამი. გრძელდება გამოძიება მოტივისა და გარემოებების დასადგენად.

Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო - საამიროების გენერალური პროკურორი
Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო - საამიროების გენერალური პროკურორიTV პირველი

არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის განცხადებით, Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

პროკურორის თქმით, პილოტმა თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის მოპოვება სცადა და ის ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

მისი განცხადებით, მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საგანგებო სიტუაციებისას გამოსაყენებლად შენახული საავარიო ნაჯახით დაესხა თავს.

ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოტივისა და სხვა გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული პილოტი ომანელი ჰამამ ალ-ჰამამია. Wall Street Journal-ის ცნობით, flydubai-ის თვითმფრინავის გამტაცებელს ომანის ხელისუფლებამ წარსულში ფრენა აუკრძალა - "რადიკალური იდეოლოგიური შეხედულებების გამო".

სტატიის მიხედვით, ომანის ხელისუფლებამ პილოტი ფრენებს ჩამოაშორა, თუმცა, მოგვიანებით ის flydubai-მ დაასაქმა.

უცნობია, იცოდა თუ არა ავიაკომპანიამ ომანის მხრიდან დაწესებული შეზღუდვის შესახებ. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის "რადიკალიზმი" გახდა ომანის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ისრაელში მიფრინავდა ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა პილოტი გაანეიტრალეს, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.