ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა” – ისრაელი მომხდარს ტერაქტად განიხილავს

დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავი Fly Dubai-ს თვითმფრინავის ბორტზე მეორე პილოტმა კაპიტანს დანით ჭრილობები მიაყენა. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ჩარევით თავდამსხმელის შეჩერება მოხერხდა. ისრაელი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.

,, პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა” – ისრაელი მომხდარს ტერაქტად განიხილავს
,, პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა” – ისრაელი მომხდარს ტერაქტად განიხილავსალია

ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა, ერთმა პილოტმა მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხის ჟურნალისტი ამიტ სეგალი ავრცელებს:

„ვითარების შეფასებისა და მგზავრების ჩვენებების საფუძველზე, ისრაელი მომხდარს სრულმასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. არსებული ინფორმაციით, მეორე პილოტმა კაპიტანს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდასხმიდან მალევე ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და მგზავრი კაბინაში შეიჭრა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო.

ერთ-ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, მეორე პილოტს ამჟამად კითხავენ. სულ უფრო მეტი გარემოება მიუთითებს, რომ მას თვითმფრინავზე კონტროლის დამყარება და ბორტზე მყოფ მგზავრებთან ერთად მისი ჩამოგდება ჰქონდა განზრახული“, – წერს ჟურნალისტი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბორტზე გადაღებული ფოტომასალა, სადაც რამდენიმე ადამიანი სისხლითაა დასვრილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Fly dubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო - Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები