ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი – ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის, თამაზ ბორაშვილის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. პარლამენტმა ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა, ხოლო გეკა გელაძემ თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.

რატი იონათამიშვილი – ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა
რატი იონათამიშვილი – ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავაპირველი არხი

20 წელია, თამაზ ბორაშვილი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება, ხელმძღვანელი პოზიციის დაკავება უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამას მისი გამოცდილება აბალანსებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ბორაშვილი უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება.

„ოპოზიციას სხვის კრიტიკას ურჩევნია, საკუთარ რიგებს გადახედოს და თუ კრიტიკის უნარი აქვთ, ხელი ერთმანეთის კრიტიკას მიჰყონ. მათ ძალიან არ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, მაგრამ ეს იმედები გაუცრუვდებათ. ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რადგან დაცული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის დაცულ ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებასთან“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი ხმა მისცა არცერთს მიუცია.

ცნობისთვის, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიციას სხვის კრიტიკას ურჩევნია, საკუთარ რიგებს გადახედოს და თუ კრიტიკის უნარი აქვთ, ხელი ერთმანეთის კრიტიკას მიჰყონ. მათ ძალიან არ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მაღალი სტანდარტით იყოს დაცული, მაგრამ ეს იმედები გაუცრუვდებათ. ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახური წლიდან წლამდე ძლიერდება და ახალი ხელმძღვანელის პირობებში განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, რადგან დაცული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის დაცულ ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებასთან“
რატი იონათამიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები