ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა თბილისში ირანის საელჩოს ფასადის ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათებაზე და ირანის ელჩის განცხადებაზე. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებას მოახდენს.

ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება
ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნებარუსთავი 2

ირანის ელჩს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და რომ ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ამ განცხადებას რეაგირება მოჰყვება.

"არავინ არაფერზე არ დუმს, სადაც არის სიმართლე, სადაც არის ისტორია და სადაც არის სწორედაც ჭეშმარიტი ისტორია, ბუნებრივია, რომ ჩვენ იქ ვდგავართ. ეს ერთი. ახლა მეორე, რაც შეეხება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით რეალობა. ეს მეორე. ახლა მესამე, და თუ ვიცით ჩვენ ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახა არის, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, მისი უფლება და ამავდროულად მოვალეობა. ამიტომ ჩვენ ყველანი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება რეაგირება. ჩვენი ისტორიის ის სწორი ხაზი, რაც არის და რაც ჩვენ ვიცით, ბუნებრივია, ამის ვერც შეცვლა, ვერც სხვაგვარად წარმოჩენა, ვერ და არ იქნება." - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დიპლომატმა ქეთევან დედოფალზე თავისი გამოკვლევისა და მიგნებების გამოქვეყნება დააანონსა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არავინ არაფერზე არ დუმს, სადაც არის სიმართლე, სადაც არის ისტორია და სადაც არის სწორედაც ჭეშმარიტი ისტორია, ბუნებრივია, რომ ჩვენ იქ ვდგავართ. ეს ერთი. ახლა მეორე, რაც შეეხება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ჩვენ ვიცით რეალობა. ეს მეორე. ახლა მესამე, და თუ ვიცით ჩვენ ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახა არის, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, მისი უფლება და ამავდროულად მოვალეობა. ამიტომ ჩვენ ყველანი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე იქნება რეაგირება. ჩვენი ისტორიის ის სწორი ხაზი, რაც არის და რაც ჩვენ ვიცით, ბუნებრივია, ამის ვერც შეცვლა, ვერც სხვაგვარად წარმოჩენა, ვერ და არ იქნება.“
ალუდა ღუდუშაური
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.