ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის მიერ საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათებამ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკული გამოხმაურება გამოიწვია. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ელჩს მოუწოდეს, დიპლომატიური პროტოკოლის ფარგლებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს.

მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს
მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხესრადიო თავისუფლება

მმართველი პარტიის დეპუტატებმა მედიასთან კომენტარში დღეს, 29 სექტემბერს, უპასუხეს საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანის, მისი სამი დღის წინანდელი პოსტის გამო.

ის წერდა, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და რომ ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა. ირანის ელჩი უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის შესახებ თავისი გამოკვლევისა და მიგნებების გამოქვეყნების შესახებაც წერდა და აღნიშნავდა, რომ ისტორიული წყაროების ერთობლივი შესწავლა საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

რა უპასუხეს ირანის ელჩს დეპუტატებმა

საგარეო ურთიერთობათა საპალამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, ელჩს შეახსენა, რომ "თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია"

ამასთან მან ალი მოჯანის ურჩია "დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“, ნიკოლოზ სამხარაძემ ირანის ელჩის განცხადების კომენტირებისას.

კრიტიკული იყო, ელჩის განცხადების მიმართ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილიც.

"წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

"ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით", - თქვა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და დარმუნებით აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას".

რა დაწერა ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში

ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოჯანიმ თავისი ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვყენა ფოტოს თანხმებით. ფოტოზე ის საელჩოს შენობასთან დგას, რომლის ფასადზეც ქეთევან დედოფლის შესახებ მისი პოსტის სქრინია გამოსახული, ქეთევან დედოფლის ფრესკის თანხლებით.

ელჩის პოსტი ტექსტი სრულად:

„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.

ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - დაწერა ალი მოჯანიმ.

ქეთევან წამებული

წმინდა ქეთევან დედოფალს (მიახლოებით 1560–1624) საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადილი უკავია, ის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული. ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის ცოლი და თეიმურაზ I-ის დედა იყო.

დედოფალი ქეთევანი 1614 წელს ირანის ლაშქრობების დროს მძევლად წაიყვანეს ირანში. ირანის შაჰის აბას I-ის მოთხოვნის მიუხედავად მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რის გამოც 1624 წელს შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი მოწამეობრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელმა მოგზაურების, ისტორიკოსებისა, სასულიერო პირების წყაროებში.

ქეთევან დედოფალი საქართველოში რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნევა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღეს 26 სექტემბერს აღნიშნავს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია“
ნიკოლოზ სამხარაძე
„დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“
ნიკოლოზ სამხარაძე
„წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით“
ალუდა ღუდუშაური
„ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას“
ალუდა ღუდუშაური
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.