პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში - ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნება

ქართულ ოცნებაში ეხმაურებიან ირანის ელჩის განცხადებას თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათებისა და ისტორიული გამოკვლევის დაანონსების შესახებ. სახელისუფლებო გუნდში მიიჩნევენ, რომ ელჩის წიაღსვლები არარელევანტურია და დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.

ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში - ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი 2

ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ასე პასუხობენ ირანის ელჩს "ქართულ ოცნებაში".

ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და რომ ეს ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა. დიპლომატმა ქეთევან დედოფალზე თავისი გამოკვლევისა და მიგნებების გამოქვეყნება დააანონსა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და დიპლომატიურ საქმიანობაში არ შედის.

"ჩვენ არავის შერჩევით არ ვუდგებით, ყველას ვუდგებით ობიექტურად და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების ადეკვატური პასუხი გვექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით, გეტყვით ჩემ პოზიციას და მოგახსენებთ, რომ კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მითუმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, მისი წიაღსვლები არარელევანტურია
  3. ტაბულაოპოზიციურიქადაგიშვილი: კეთილი უნდა ინებოს ირანის ელჩმა და კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს ფუნქცია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები