ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" – სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას ქეთევან დედოფლის შესახებ „გამოხტომა“ უწოდა და ელჩს დიპლომატიურ ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდა. ირანის ელჩმა მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა და სამომავლოდ კვლევის შედეგების გაზიარებას აანონსებდა.

"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" – სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" – სამხარაძე ირანის ელჩის განცხადებაზეტაბულა

ივანიშვილის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საზოგაოდოებრივი მაუწყებლისთვის მიცმულ კომენტარში ეხმაურება ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალზე გაკეთებულ განცხადებას და ელჩს ურჩევს "დიპლომატიურ ჩარჩოებში დარჩეს".

როგორც სამხარაძე აცხადებს, თუ ელჩს სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, "მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს".

"მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, რომ დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" - განაცხადა სამხარაძემ.

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი წერს, რომ 25 სექტემბერს, თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის "ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით" განათდა. მისი თქმით, გამოსახულება "იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს".

ირანის ელჩი წერს, რომ მალე FB-გვერდის მკითხველებისთვის გაავრცელებს მის მიერ ჩატარებული "პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს".

ალი მოჯანის თქმით, "შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".

"წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე.

ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე" - წერს ირანის ელჩი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.